მურმან დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს

მურმან დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს სამმა დეპუტატმა - ალექსანდრე ჩიტიშვილმა, მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ კი საყვედური მიიღეს.

პარტიის პოლიტსაბჭოზე მიღებული ამ გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

პრემიერის განმარტებით, უზენაესი საბჭოს სამი წევრისთვის საყვედურის გამოცხადების მიზეზი არის ის, რომ მათ აჭარის მთავრეობასთან დაკავშირებით განცხადებები პარტიასთან შეუთანხმებლად გააკეთეს.

რაც შეეხება პარტიიდან მურმან დუმბაძის გარიცხვას, ამის მიზეზად ღარიბაშვილმა მისი მხრიდან აჭარის მთავრობის საქმიანობაში უხეშად ჩარევა დაასახელა. ღარიბაშვილის თქმით, დუმბაძე გაფრთხილებული იყო, თუმცა, ის აჭარის მთავრობის საქმიანობაში მაინც ერეოდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა