ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ბრალდება, რაც მოვისმინეთ ფრაქციის მხრიდან, დეტალურად იქნება შესწავლილი

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ბრალდება, რაც მოვისმინეთ ფრაქციის მხრიდან, დეტალურად იქნება შესწავლილი

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ ყველა ის ბრალდება, რომელიც აჭარის მთავრობის მისამართით გაჟღერდა, დეტალურად იქნება შესწავლილი.

შესაბამისი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"თქვენ მოისმინეთ პარტიასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან. პარტიის სამდივნომ იმსჯელა მათი თვითნებური ქმედების შესახებ და მათ საყვედური გამოუცხადა. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ყველა საკითხი, ყველა ბრალდება, რაც მოვისმინეთ ფრაქციის მხრიდან, დეტალურად იქნება შესწავლილი. მე მათ პირობა მივეცი, რომ ამას ერთად შევისწავლით", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მურმან დუმბაძე დღეს პარტიიდან გარიცხეს. პარტიული დისციპლინის დარღვევის გამო კი აჭარის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს, ალექსანდრე ჩიტიშვილს, მედეა ვასაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს საყვედური გამოეცხადა. ამასთან, პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფრაქცია აჭარის მთავრობისადმი უნდობლობის პროცედურის დაწყებას დროებით შეაჩერებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა