მურმან დუმბაძე - აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, დაიშლება

მურმან დუმბაძე - აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, დაიშლება

პარლამენტის ვიცე სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და პარლამენტში ოპოზიცონერი დეპუტატის რანგში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

ამის შესახებ მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებს პარტიის ცენტრალური ოფისის დატოვებისას განუცხადა. მისივე თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, დაიშლება.

"დაახლოებით 25 წელია პოლიტიკაში ვარ და ყველა მთავრობა ამბობდა, რომ დესტრუქციულად ვიქცეოდი. ყველა მთავრობამ კრახით დაასრულა თავისი საქმიანობა. როცა მითხრეს, რომ პარტიიდან უნდა გავრიცხულიყავი, ვუპასუხე, რომ ეს იყო დაგვიანებული. მათ დავუსვი კითხვა, უჭერდნენ თუ არა მხარს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას და იმას, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს თავისი უფლებამოსილებები განეხორციელებინა. ისინი კატეგორიულად ამბობენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. მე ჩემის მხრივ რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ თუკი პარტიის პოლიტსაბჭო არ დათანხმდება ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციტივას, მე პარტიის რიგებს დავტოვებ", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება დაგვიანებულია. მურმან დუმბაძე ამბობს, რომ რეგიონში არის ხელდასმული, უნიათო მთავრობა, ხოლო თანამდებობებზე ხალხი ინიშნება უფრო მლიქვნელობის ხათრით, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინტერსებიდან გამომდინარე.

პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხეს, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნების" სამ წევრს, ალექსანდრე ჩიტიშვილს, მედეა ვასაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს პარტიული დისციპლინის დარღვევის გამო საყვედური გამოუცხადეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა