აჭარის ფრაქცია "ქართული ოცნება" რეგიონის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე მორატიუმს აცხადებს

აჭარის ფრაქცია "ქართული ოცნება" რეგიონის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე მორატიუმს აცხადებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება" რეგიონის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დროებით მორატიუმს აცხადებს.

ფრაქცია დაელოდება პარტიის პოლიტსაბჭოს, რომელიც მათი მხრიდან წამოწეული პრობლემების შესწავლას გეგმავს. ასეთი შეთანხმებით დატოვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პოლიტსაბჭოს სხდომა.

"შედგა კონსტრუქციული, მეგობრული და კოლეგიალური საუბარი. შევთანხმდით, რომ არსებობს პრობლემა ორივე მხარეს. პრობლემა გადაწყდება. მას პოლიტსაბჭო შეისწავლის და შემდეგ გამოაშკარავდება ყველაფერი. უნდობლობის პროცესი გაგრძელდება პრობლემის გამოვლენისა და შესწავლის შემდეგ", - განუცხადა ჟურნალისტებს უზენაეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა აკაკი ძნელაძემ.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით ფრაქციას უკან არ დაუხევია, თუმცა მზად არიან პოლიტსაბჭოს მხრიდან წამოწეული პრობლემების შესწავლის შემდეგ მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა