ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილს ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება

ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილს ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება

პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდში არის ხალხი, რომ მას უთხრან, სად არის შავი და სად - თეთრი, თუმცა ვერ ბედავენ, საკუთარ თავს უფრთხილდებიან და პატიოსნება გვერდზე აქვთ გადადებული , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტი, მთავრობა თუ პრემიერი - მთელი გუნდი ძალიან ცუდ სიტუაციაშია და ცდილობენ, რაც შეიძლება რბილი გამონათქვამები გამოიყენონ.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აკეთებენ იმას, რაც უნდათ გააკეთონ, თუმცა პრეზიდენტ მარგველაშვილის აშკარა მხარდაჭერას ისინი არ გამოხატავენ, რომ ფონი არ გააფუჭონ.

"ცდილობენ, როგორმე დაიახლოვონ. ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა... ისინი დათვურ სამსახურს უწევენ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. პირველ რიგში ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯს აზიანებს. ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია.

ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ასე აწყობს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მას ეთამაშება, რომ როგორმე გუნდიდან სოლიდური წევრი გადაიყვანოს ოპოზიციაში და გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში, ასევე დღეს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიოვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა