რა ხდება სახელმწიფო უწყებებში და როგორ ემზადებიან "ნაციონალები" მეორედ მოსვლისთვის - რას ყვება სოსო თოფურიძის მძახალი

რა ხდება სახელმწიფო უწყებებში და როგორ ემზადებიან "ნაციონალები" მეორედ მოსვლისთვის - რას ყვება სოსო თოფურიძის მძახალი

რა ხდება სახელმწიფო უწყებებში და როგორ ემზადებიან "ნაციონალები" მეორედ მოსვლისთვის? ამ თემაზე გაზეთი "ქრონიკა წერს":

დღეს ამაზე ჩინიანებიც ლაპარაკობენ და უჩინოებიც. მაგალითად, როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც უცხოელებთან ირაკლი ღარიბაშვილს ლანძღავენ და აგინებენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქს უწოდებენ:

ინკოგნიტო წყაროს იფნორმაციით, ერთი ასეთი "ნაცბუდე" დევნილთა და განსახლების სამინისტროშიც არსებობს, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ბასილია ხელმძღვანელობს. ის კუდ-ის ყოფილი უფროსის (ამჟამად ძებნილის), სოსო თოფურიძის მძახალია. იგივე ინკოგნიტო წყაროს თქმით, ქალბატონი თამარი თურმე მომენტს არ უშვებს ხელიდან, მით უმეტეს, უცხოეთში, ბიძინა ივანიშვილს რუსი ოლიგარქი არ უწოდოს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი მთავრობის წვრებს - "დებილი ბავშვები". ერთ ასეთ "სხადნიაკზე", როდესაც დევნილთა სამინისტროს დელეგაცია იყო წასული უცხოეთში, თამარ ბასილაიასთვის თავად მინისტრს, დავით დარახველიძესაც წაუსწრია და უყვირია: ქალო, რა სისულელეებს ლაპარაკობო?! ბასიალია უცებ გამოსულა "ნაციონალური ნარკოზიდან", ეგრევე გადაუტრიალებია "პლასტინკა", მაგრამ აზრი აღარ ჰქონია. როდესაც დელეგაცია საქართველოში დაბრუნებულა, მინისტრს მავანთა რჩევით მისი განთავისუფლებაც უცდია, მაგრამ ცოტა ზემოდან მფარველბი გამოსჩენიან და ეს საქმე ჩაუფარცხავთ. წყაროს თქმით, ამის შემდეგ მინისტრის თანამდებობაზე მოვიდა სოზარ სუბარი, რომელიც მუდმივად ვისკის წრუპავს და "ნაციონალებსაც" ბოლომდე გაეხსნათ ხელ-ფეხი. როგორც სამინისტროს კულუარებში ამბობენ, ბასილია სოსო თოფურიძით იმუქრება, ცოტა ხანში ამ დებილ ბავშვებს გავყრით, "ნაციონალები" ისევ დაბრუნდებიან და ნახავთ, როგორ უნდა ქვეყნის მართვაო. იმავე წყაროს თქმით, "ნაცები" ყველა სამინისტროში ფარული საბოტაჟიდან უკვე ხმამაღალ მუქარაზე გადავიდნენ და სწორედ მათთან ჭიდაობას შეეწირა სანდრო ბრეგაძეც, მან ვეღარ გაუძლო ამდენ დომხალს და წამოვიდა.

"ქრონიკა" კომენტარისთვის თამარ ბასილიას დაუკავშირდა:

-  მე გეტყვით, რას ლაპარაკობენ თქვენზე კულუარებში, თუნდაც თქვენს სამინისტროში. პირდაპირ ვერავინ გეტყვით. მაგალითად, სულ გაძახებენ ზურგს უკან, თქვენგან შეუმჩნევლად, რომ სოსო თოფურიძის მძახალი ხართ. რომ იმუქრებით, სოსო ისევ დაბრუნდება ხელისუფლებაში და ეს დებილი ბავშვები გაიქცევიან.

-  სოსო თოფურიძის მძახალი ნამდვილად ვარ, 17-წლიანი საჯარო სამსახურის სტაჟი მაქვს, ამ პოზიციაზე ვმუშაობ 8 წელია, სოსოს არანაირი წვლილი ჩემს კარიერაში არ აქვს შეტანილი, ვინც მიცნობს, ჩემგან ასეთ ლაპარაკს ვერავინ გაიგებდა იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი არასდროს მითქვამს! არც დარახველიძეს ჰქონია ჩემი გაშვების მცდელობა. რაც შეეხება ბრეგაძეს, მისი განზრახვები ჩემთვის ცნობილი არ არის, აი, თავიც მამართლებინეთ.

-  არა, თავს არ გამართლებინებთ... თქვენი ბიოგრაფიაც ვნახე და გაცილებით ადრე გაქვთ დაწყებული აღმასვლა, მაგრამ, როგორ დავიჯერო, რომ თქვენს გარშემო ატეხილი კულუარული ამბების შესახებ არაფერი იცოდით? როგორ გგონიათ, რატომ არის თქვენ მიმართ ასეთი აგრესია, მართლა "ნაციონალი" ხართ და ძირს უთხრით არსებულ ხელისუფლებას?

-  მეხუმრებით?

-  აი, ძირგამომთხრელ საქმიანობაზე გეხუმრებით, მაგრამ მართლა ამბობენ, რომ სამინისტრო "საბოტაჟნიკებითაა" გადატენილი და მათი ხელმძღვანელი თქვენ ხართ.

-  ტყუილია, ყველა თავის საქმეს აკეთებს, როგორც შეუძლია, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ვინმე საბოტაჟს ეწევა... ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. ეს საჯარო სტრუქტურაა, ჩვენ კი საჯარო მოხელეები ვართ და არა პოლიტიკოსები.

ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს დევნილთა ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე. ბუნებრივია, თუ ის აღიარებს ასეთ ფაქტს თავის ყოფილ უწყებაში, მაშინ უხერხულობაში ჩავარდება, იძულებული გახდება, ისიც თქვას, ვინ ჩაფარცხა კონკრეტულად ეს საქმე. საერთოდ, ზოგიერთი მინისტრი თუ ნამინისტრალი რომ სირაქლემას პოზაში არ იყოს გაყუჩებული, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ალბათ, დავით დარახველიძე ფიქრობს, მე მინისტრი აღარ ვარ, იქ რა ხდება, ფეხებზე არ მკიდიაო? მართალია, ქალბატონი თამარ ბასილია ყველაფერს უარყოფს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რა პროცესები მიდის თითქმის ყველა სამინისტროში, როგორ ცდილობენ "ნაციონალები" დაწინაურებას და რევანშის აღებას? წესით, მსგავსი მოვლენების აღსაკვეთად თავად ხელისუფლებას, ანუ "ქართული ოცნების" წევრებს უნდა ჰქონდეთ რაიმე პროფილაქტიკური პროგრამა მოფიქრებული, მაგრამ აქაც დუმილს ვაწყდებით, უფრო სწორად, ყველა ამბობს, რომ "ნაციონალები", რომლებიც საბოტაჟში არიან შემჩნეულები, სამსახურებიდან უნდა განთავისუფლდნენ. პრინციპში, რა გეგმა უნდა არსებობდეს ამ კუთხით? სანამ "ნაციონალები" შეშინებულები იყვნენ და ჩირგვებში იმალებოდნენ, ხმა არავინ გასცათ ივანიშვილის ხათრით და ახლა კიდევ ვინ არის მაგათი გამკონტროლებელი? ისე, წესით, "ნაციონალებმა" რომლებიც ისევ კარგ თანამდებობებზე არიან, ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა ლანძღონ, ყოველდღე სანთელი უნდა დაუნთონ და ილოცონ. სხვათა შორის, ძეგლიც რომ დაუდგან, არც ეგ იქნება ურიგო.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ღრმა ეჭვი, რუსეთთან "ნაცმოძრაობის" კავშირები" - რა განცხადებას აკეთებს კობახიძე

"ედუარდის კლასში ბევრი "ოცნების" ლიდერის შვილი იყო... ჩემს შვილს ხმა არასოდეს აუმაღლებია" - მიხეილ სააკაშვილი