როგორია, როცა სიტყვა "მიჭირხვნა" არ იცის ჟურნალისტმა?! - ბიძინა ივანიშვილი

როგორია, როცა სიტყვა "მიჭირხვნა" არ იცის ჟურნალისტმა?! - ბიძინა ივანიშვილი

"კვირის პალიტრასთან" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ექს- პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მედიის დასახასიათებლად ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მან საუბრისას სიტყვა "მიჭირხვნა" გამოიყენა. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლები სპეციალურად ამახინჯებენ მის მიერ ნათქვამ ამ სიტყვას და მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე განმარტა სიტყვის შინაარსი, "მაინც ძალადობენ".

"დღევანდელი მედია რომ აღვწერო, პატარა მაგალითს მოგიყვანთ: ოდესღაც მე ვიხმარე სიტყვა "მიჭირხვნა" და ჟურნალისტებმა გაიგეს "მიჯირყვნა". მას შემდეგ ორჯერ გავაკეთე განმარტება. მაგრამ დღესაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი "მიჯირყვნას" იყენებს. აი, ეს არის დღევანდელი მედია. არ იცოდნენ, გაიგეს და მაინც ძალადობენ, მაინც აგრძელებენ. არ უნდათ რომ გაიგონ. პროფესიონალიზმია ძალიან დაბალი. როგორ შეიძლება მედიაში სიტყვა მიჭირხვნა არ იცოდეს ჟურნალისტმა. არ იფიქროთ, რომ თუნდაც ეს განმარტებაც უშველის საქმეს, ისევ გააგრძელებენ იმავეს".- განმარტა ივანიშვილმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა