ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტი ახლა ან მომავალში ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას გამორიცხავს

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტი ახლა ან მომავალში ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას გამორიცხავს

ჩვენ შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი არ ხედავს თავის თავს პოლიტიკური ხელისუფლების კონკურენტად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, პრეზიდენტი ახლა ან მომავალში ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას გამორიცხავს.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი არ ხედავს თავის თავს პოლიტიკური ხელისუფლების კონკურენტად. შესაბამისად, გამორიცხავს ახლა ან მომავალში პოლიტიკური ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ის შეეცადა შეხვედრაზე იმ საკითხებზე ესაუბრა, "რაც ქართველ ხალხს აინტერესებს და რაც არის მსჯელობის საგანი".

ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა