"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი მარგველაშვილის ადვოკატის როლს თამაშობს - თეა წულუკიანი

"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი მარგველაშვილის ადვოკატის როლს თამაშობს - თეა წულუკიანი

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს თამაშობს გიორგი მარგველაშვილის ადვოკატის როლს, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი აზრით, გიორგი მარგველაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელსაც სჭირდება "ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატობა. "მე თუ მესმის ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტსაც ესმის და არა მგონია, მას ეს მოსწონდეს", - აღნიშნა წულუკიანმა.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რამდენად უშვებს შესაძლებლობას, რომ გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური ძალა შექმნას, იუსტიციის მინისტრის თქმით, "არის მომენტები, როდესაც პრეზიდენტში ის ამგვარ სისუსტეს ხედავს".

"ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, "ქართული ოცნებიდან" არავინ აურჩევია ქართველ ხალხს იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ან ეთამაშოს, ან ეკეკლუცოს ან ამგვარი ტიპის სისუსტე გამოიჩინოს. არის მომენტები, როცა მე მასში ამგვარ სისუსტეს ვხედავ, თუმცა მან ეს ჩემი ეჭვები, დავუშვათ, გაფანტა, როცა თქვა, რომ არ აპირებს რომელიმე ძალასთან შეკვრას", - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი არ იზიარებს პოზიციას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს დამცირებული, დაკნინებული ან შესუსტებულია. "მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ვფიქრობ, ჯერ ვერ მოირგო, მაგრამ სასწრაფოდ მან ეს როლი უნდა მოირგოს, რადგან "ქართული ოცნების" გუნდი სხვაგვარად ქვეყნის პროგრესზე მუშაობას ვერ გააგრძელებს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა