თეა წულუკიანი გიორგი გაბუნიას: "თქვენ გიყვართ ჭორაობა?"

თეა წულუკიანი გიორგი გაბუნიას: "თქვენ გიყვართ ჭორაობა?"

გიორგი მარგველაშვილს 90-იანი წლებიდან ვიცნობ. ის ინტელექტით დატვირთული ადამიანია და თუ საკუთარ როლს მოირგებს, ჩვენ ხელიხელ ჩაკიდებულები გავაგრძელებთ მუშაობას, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

"ზღვა პასუხისმგებლობები გვაქვს მინისტრებს და ზღვა პასუხისმგებლობები აქვს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრეზიდენტი არის კონსტიტუციურად უფრო კომფორტულ მდგომარეობაში და მე მწყინს, რომ მან ეს როლი თუ როლები ვერ მოირგო, მაგრამ მჯერა, რომ ეს შეიცვლება ძალიან მალე."

მინისტრის თქმით, პირადი წყენა და საქმე ყველამ უნდა განასხვაოს და ქვეყნის  წინსვლისთვის იმუშაოს. "პრეზიდენტს ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ იყოს კონსტიტუციურ კომფორტში. პრეზიდენტი არის ქვეყნის ერთიანობის გარანტი და მისი ვალია (მთავრობა ამას ვერ იზამს, ვერ გააკეთებს, ვერ გაწვდება) გააკეთოს ის, რასაც სხვა მის ადგილზე ვერ შეძლებს – გააბას ხიდები, იფიქროს მთავრობასთან ერთად როგორ დავიბრუნოთ ეს ხალხი. პრეზიდენტის როლია უზრუნველყოს სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირება. პრეზიდენტი მთავრობას უნდა დაეხმაროს წინსვლაში და არ უნდა დაამციროს მთავრობის წევრი უცხოელი სტუმრის წინაშე".

გაბუნიას კითხვაზე, იყო თუ არა მსგავსი შემთხვევა? თეა წულუკიანმა დამატებითი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და გადაცემის წამყვანს ეხუმრა: "თქვენ გიყვართ ჭორაობა?"

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა