ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო

ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო. ამის შესახებ პეტრიაშვილმა "ტელეიმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციაში უნდა გადავიდეს. მისი აზრით, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში მიღებებისთვის შესაბამისი ხარჯები გაწიოს.

"შეიძლება მიკერძოებაში ჩამითვალონ, მაგრამ ეს პოზიცია ყველამ კარგად იცის - იმთავითვე, სანამ ჯერ კიდევ ოპოზიციაში ვიყავი, მე მხარს ვუჭერდი რეზიდენციაში ერთ-ერთი სახელისუფლებო უწყების, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასვლას. პლუს დამატებული ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში მიღებებისთვის შესაბამისი ხარჯები გაწიოს. შესაძლებელი იყო ის მომსახურებოდა ყველას, პრემიერ მინისტრს, სხვა უწყებას, როდესაც მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდოდა. ასე, რომ ის დიდი მიღებებისა და მოწვევებისთვის გაკეთებულიყო, ეს ჩემი პოზიცია იყო", - დასძინა პეტრიაშვილმა. მისივე განცხადებით, მაშინ ყველა ერთად თანხმდებოდა, რომ იქ პრეზიდენტი არ უნდა დარჩენილიყო.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა დალაგდეს, გაირკვეს სიტუაცია და ქვეყნის საგარეო უწყებას მიეცეს საშუალება, ისე წარმართოს პოლიტიკა, რომ ნახევარ ქვეყანას და მსოფლიოს სალაპარაკო არ გაუხდეს. "ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა