საგარეო უწყება გაერო-ს ინფორმირებულობაზე, პრეზიდენტის შეცვლასთან დაკავშირებით, დოკუმენტებს ასაჯაროებს

საგარეო უწყება გაერო-ს ინფორმირებულობაზე, პრეზიდენტის შეცვლასთან დაკავშირებით, დოკუმენტებს ასაჯაროებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომ გაერო საქართველოში პრეზიდენტის შეცვლის თაობაზე ინფორმირებული იყო. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა გიორგი მარგველაშვილის სახელზე, მის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მიერ გამოგზავნილი მისალოცი წერილი, რომელიც დათარიღებული 2013 წლის 25 ნოემბრით.

აღნიშნული მისალოცი წერილი, ასევე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ანტონიო გუტიერეშის მილოცვა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ლაშა აბაშიძესთან გადაგზავნილია 3 დეკემბერს.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობაში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშრებულ სამიტზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურზე 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევაში (რომელიც საქართველოს წარმომადგენლობაში შემოვიდა 14 მარტს) დაშვებული იყო შეცდომა და იგი გაეროს სამდივნოს მიერ გამოგზავნილი იქნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე, საზოგადოების ნაწილში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია, კერძოდ თუ რატომ არ იყო ინფორმირებული გაერო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პრეზიდენტი შეიცვალა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ განვასაჯაროოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მიერ გამოგზავნილი მისალოცი წერილი, დათარიღებული 2013 წლის 25 ნოემბრით", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა