ძველბიჭობას დაანებეთ თავი! - რას მოჰყვა დაპირისპირება პარლამენტში

ძველბიჭობას დაანებეთ თავი! - რას მოჰყვა დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. კოდექსის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობისთვის სისხლის სამართლის ყველა საქმის დაქვემდებარების გადავადება ორი წლით უნდა მოხდეს.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა არ ეთანხმება. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, სასამართლო პროკურატურამ მართოს.

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ უმცირესობის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა. მან დეპუტატებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში მახინჯი კანონმდებლობის გამოსწორებით ვიყავით დაკავებული. თუ გაინტერესებთ, კონკრეტულად გეტყვით, რას ვაკეთებდით, რომელიც თქვენ ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიიღეთ. ჩვენ დავაბრუნეთ სასამართლო დარბაზებში ვიდეო კამერები. თქვენ ადვოკატებს ჩხრეკის გარეშეც არ უშვებდითთ სასამართლო დარბაზებში. როდესაც თქვენ დეკლარირება გამოაცხადეთ სისხლის სამართლის კოდექსში შეჯიბრითობის პრინციპის და სინამდვილეში აბსოლუტურად უთანასწორო ბრძოლაში ტოვებდით დაცვის მხარეს ბრალდებულთან. ჩვენ ამ მხრივ უზარმაზარი ცვლილებები შევიტანეთ. მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ", - მიმართა ბარამიძემ უმცირესობას.

ბარამიძის ამ განცხადებას უმცირესობის დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი პარლამენტის ვიცე სპიკერისგან სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, რაზეც მანანა კობახიძემ დეპუტატებს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა. "თქვენ არ ისაუბროთ კანონზე! ამიტომ გთხოვთ, დაიცვათ რეგლამენტი და მოვუსმინოთ სხვებს", - მიმართა მანანა კობახიძემ უმცირესობას.

თავის მხრივ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ უმცირესობის წევრებს ზრდილობისკენ მოუწოდა. "თუ შეიძლება ნუ ყვირიხართ და ზრდილობა იქონიეთ! პარლამენტში ძველბიჭობას დაანებეთ თავი!", - განაცხადა ბარამიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა