კახა იმნაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვქონდა ინსტრუქცია, რომ გენერალურ დებატებზე პრემიერი ჩამოდიოდა

კახა იმნაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვქონდა ინსტრუქცია, რომ გენერალურ დებატებზე პრემიერი ჩამოდიოდა

კლიმატის ცვლილებების სამიტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვქონდა ინსტრუქცია, რომ გენერალურ დებატებზე პრემიერი ჩამოდიოდა, რომელიც ასევე ღებულობდა მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში, - ამის შესახებ გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.

მისი თქმით, მას გაეროში პრეზიდენტის ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია. "კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ საკითხზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია. მისია არ არის დამოუკიდებელი ერთეული, ის არის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული. ჩვენ ვმოქმედებთ ინსტრუქციის შესაბამისად, რაც მოგვდის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მას შემდეგ, რაც სამინისტროდან მოგვდის დასტური დელეგაციის მონაწილეობის შესახებ, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის მუშაობას. კლიმატის ცვლილებების სამიტთან დაკავშირებით გვქონდა ინსტრუქცია, რომ გენერალურ დებატებზე პრემიერი ჩამოდიოდა, რომელიც ასევე ღებულობდა მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში, რომელიც წინ უძღვის გენერალურ დებატებს. წარდგენილი იქნა საქართველოს დელეგაცია პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით იმ ინსტრუქციის შესაბამისად, რაც მივიღეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მისიას არ აქვს ურთიერთობა პირდაპირ არც ერთ უწყებასთან. ეს არის შიდა ინსტრუქცია, ყველა კომუნიკაცია საზღვარგარეთ ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ახალახან დავუდასტურეთ გაეროს პრეზიდენტის მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც იგეგმება ორ თვეში ვენაში", - განაცხადა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა