ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატში მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატში მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატში დღეს დაგეგმილ განხილვას გამოეხმაურა, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

"საქართველოს ნომერ პირველი და სტრატეგიული პარტნიორი ისედაც არის აშშ-ი და ამაში ახალი არაფერია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში თემის კომენტირებისას.

ეს კომენტარი პრემიერმა გურჯაანში, "რთველი 2014"-ის საკოორდინაციო შტაბში სტუმრობისას გააკეთა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სენატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კანონპროექტში განსაზღვრულია სანქციების დაწესება "როსობორონექსპორტისა" და თავდაცვით სფეროში სხვა რუსული საწარმოების წინააღმდეგ, რომელიც არასტაბილურობას უწყობს ხელს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სირიაში.

კანონპროექტი ასევე სთვაზობს სანქციების დაწესებას რუსული "გაზპრომის" წინააღმდეგ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "გაზპრომი" უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის.

"კანონპროექტი განსაზღვრავს ნატო-ს წევრობის გარეშე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას როგორც აშშ-ის მთავარ პარტნიორებს და ითვალისწინებს 10 მილიონი დოლარის გამოყოფას სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად", - ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" მაუწყებლობის პრიორიტეტულობას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა