პარლამენტი ავტოსადგომის ფართს 1 მლნ 155.6 ათასს ლარად შეიძენს

პარლამენტი ავტოსადგომის ფართს 1 მლნ 155.6 ათასს ლარად შეიძენს

პარლამენტი, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან ავტოპარკინგის მოწყობის მიზნით, ავტოსადგომის ფართს 1 მილიონ 155.6 ათასს ლარად შეიძენს. საუბარია პარლამენტის გვერდით ახლადაშენებული კორპუსის ფარეხის ნაწილის შესყიდვაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის 1 მილიონ 155.6 ათასი ლარით შემცირების გადაწყვეტილება. აღნიშნული თანხა ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიემართება და შესყიდვას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.

აღნიშნულ თემაზე განმარტებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა გააკეთა, რომლის თქმით, შეთანხმება პარლამენტსა და სამშენებლო კომპანიასთან ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში არსებობდა. მისივე თქმით, ავტოფარების შესყიდვის პირობები, ხელსაყრელია.

"საქართველოს პარლამენტს თბილისში ესაჭიროება ადგილები, სადაც გაჩერდება მანქანა. იცით იქ რა მდგომარეობაა - არის სკოლა, დასახლებული ადგილი და შეუძლებელია პარლამენტის წევრმა ან თანამაშრომელმა მანქანა გააჩეროს. ჯერ კიდევ წინა პარლამენტს ხელშეკრულება დადებული ჰქონდა იმ მშენებლობასთან, რომელიც პარლამენტის გვერდით მიმდინარეობდა. ამ შეთანხებით აღებული იყო ვალდებულა, რომ შენობის ფარეხის გარკვეული ნაწილი პარლამენტს ან იჯარით, ან იჯარა-გამოსყიდვით გადასცემოდა. როცა პარლამენტი მუშაობს თბილისში, ისევე როგორც ქუთაისში, ცხადია არის საჭიროება, რომ პარლამენტის წევრებმა მანქანა გააჩერონ. ამიტომ მიღებულია გადაწვეტილება: - რადგან არსებობდა წინა პარლამენტის მიერ აღებული ვალდებულება და შემოთავაზებულია ძალიან მისაღები ფასი, სასურველია იყოს შესყიდვა და პარლამენტმა ყოველწლიურად იჯარის თანხები არ იხადოს. ამიტომ შესყიდვა მოხდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ. ეს თანხა გადაეცემა ცენტრალურ ბიუჯეტს და როდესაც შეისყიდიან, შესყიდული ქონება პარლამენტის ბალანსზე გადმოვა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

თბილისში, პარლამენტისთვის ავტოფარეხის შეძენის გადაწყვეტილება მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობისთვის. როგორც პლენარულ სხდომაზე ითქვა, მანქანების დასაყენებლად ფული არ უნდა იხარჯებოდეს იქ, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელი არ არის. საკითხი დებატების საგანია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა