ნუგზარ წიკლაური - თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, ასეთია პარლამენტი გარედან

ნუგზარ წიკლაური - თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, ასეთია პარლამენტი გარედან

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ქუთაისში პარლამენტიც მიატოვა და თავად ქუთაისიც.

"ქუთაისი თქვენთვის გახდა გერი. პარლამენტის გარეთ რომ გავიდეთ, ამას კარგად დავინახავთ. ბუკოლიკური იდილია შექმენით: ზაფხულში თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, გაფუჭებული ავტოსადგომები. აი ეს არის სახე, რომელიც თქვენ ქუთაისს გადაუწყვიტეთ. პარლამენტიც და ქუთაისიც უპატრონოდ არის მიტოვებული. ბიზნესიც აღარ მოდის ქუთაისისკენ, რადგან არ იცის, იქნება თუ არა ამ ქალაქში პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი იხილავს დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვით, პარლამენტის 2014 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 155.6 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიემართება. აღნიშნული თანხით ეკონომიკის სამინისტრო თბილისში მდებარე პარლამენტის ავტოპარკინგისთვის, ავტოსადგომის ფართს შეიძენს. საუბარია პარლამენტის გვერდით ახლად აშენებული კორპუსის ფარეხის ნაწილის შესყიდვაზე. თბილისში პარლამენტისთვის ავტოფარეხის შეძენის გადაწყვეტილება მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობისთვის. როგორც პლენარულ სხდომაზე ითქვა, მანქანების დასაყენებლად ფული არ უნდა იხარჯებოდეს იქ, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელი არ არის.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა