პავლე კუბლაშვილი და პაატა კვიჟინაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პავლე კუბლაშვილი და პაატა კვიჟინაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ერთმანეთს უმრავლესობის დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და უმცირესობის დეპუტატი პავლე კუბლაშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტი ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვისას მოხდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის დეპუტატმა გიგა ბუკიამ ამ თემაზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, კუბლაშვილმა მას სხდომათა დარბაზიდან გასვლა სთხოვა, რასაც პაატა კვიჟინაძის პროტესტი მოჰყვა. მან კუბლაშვილისკენ ხელით გაიწია. ასევე უმცირესობის დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა ომარ ნიშნიანიძემაც მიაყენა. სიტუაციის განმუხტვა სხდომათა დარბაზში მანდატურებმა შეძლეს.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა