გიორგი კვირიკაშვილი - SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენებით რამდენიმე პირი დაინტერესდა

გიორგი კვირიკაშვილი - SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენებით რამდენიმე პირი დაინტერესდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სარეალიზაციოდ გატანილ, SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენებთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა შეძენილი, რამდენიმე დაინტერესებული პირი არსებობს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ისინი რეალიზაციისთვის შუამავალ კომპანიებზეა გადაცემული. რამდენადაც მე ვიცი, რამდენიმე დაინტერესებული პირი არსებობს, თუმცა ბოლო ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ. ესენია ძალიან ძვირადღირებული ვერტმფრენები, ერთი მათგანის სალონი VIP-ის ტიპის შესაბამისადაა მოწყობილი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, თუ ვერტმფრენების იმ ფასად რეალიზაცია მოხდა, რა ფასადაც შეძენილი იქნა, შესაძლებელი იქნება სამთო ავიაკატასტროფის მიმართულებით და სამთო-სამაშველო ოპერაციებისთვის რამდენიმე ვერტმფრენის შეძენა.

საუბარია SUPER PUMA-ს ტიპის ვერტმფრენებზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა შეძენილი. ახალი მთავრობა მათ პრივატიზაციას ერთ წელზე მეტია ცდილობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა