მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი - პროკურატურის პირველი კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის დაყადაღებული ქონების ჩამონათვალი - პროკურატურის პირველი კომენტარი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იმ ქონების ჩამონათვალს ასახელებს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს და მის ოჯახს დაუყადაღდა. როგორც ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება.

ადვოკატის თქმით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი "ტოიოტა რავ" 4; ასევე გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის "ჰონდა აკორდი".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონების დაყადაღების გადწყვეტილება თავდაპირველად, 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

შესაბამისი შუამდგლომობით სასამართლოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააკაშვილის და მისი ოჯახის გარკვეული ქონება დააყადაღა.

ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. არსებული ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"მიხეილ სააკაშვილის და მისი ახლობლების ქონების დაყადაღება გასხვისების და ქონების გადამალვის ვარაუდის საფუძველზე მოხდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ambebi.ge პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას.

კერძოდ:

მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას:

1) ქ. ყვარელში მდებარე 2 332 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს

2) ქ.ყვარელში მდებარე 1 316 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

3) ქ.ყვარელში მდებარე 2 441 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს

4) ქ.ყვარელში მდებარე 1 207 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

5) ქ. ყვარელში მდებარე 6 820 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 97 კვ.მ. შენობა ნაგებობით.

6) ქ. ყვარელში მდებარე 682 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს

7) ქ.ყვარელში მდებარე 1 668 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს

8) ქ. ყვარელში მდებარე 2 637 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

9) HONDA ACCORD-ის მარკის ავტომანქანას, (გამოშვების წელი 1988).

სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებულ ქონებას:

ქ. თბილისში, ბარნოვის N9-ში მდებარე 154 კვ.მ. ბინას და 164 კვ.მ. მანსარდას.

გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილს საწარმოში:

1) ქ. ყვარელში მდებარე 1 313 კვ.მ, 251 კვ.მ, 334 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.

2) ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N5-ში მდებარე 172.80 კვ.მ. ბინას

3) შპს "იუჯი ბაღში" გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ 50 %-იან წილს.

მზია წერეთლის საკუთრებაში არსებულ ქონებას:

1) ქ. თბილისში. ილია ჭავჭავაძის გამზ. N37-ში მდებარე 197 კვ.მ. მშენებარე ბინას.

2) ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

3) TOYOTA RAV4 -ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2010).

ნიკოლოზ სააკაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას:

TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარკის ავტომანქანას (გამოშვების წელი 2014)

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც არ დაკმაყოფილდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა