პრემიერმა მიხეილ სააკაშვილს "წარსულის ექსპონატი" უწოდა

პრემიერმა მიხეილ სააკაშვილს "წარსულის ექსპონატი" უწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "წარსულის ექსპონატი" უწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის ქონების დაყადაღების თაობაზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი "წარსულის ექსპონატია" და არ სურს მასზე ილაპარაკოს.

"მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის ექსპონატი და მე არ მინდა მასზე ვილაპარაკო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილზე შეკითხვა ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა გარდაბანში დაუსვეს, სადაც სასათბურე მეურნეობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა