სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი ბინის დაყადაღებასთან დაკავშირებით

სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი  ბინის დაყადაღებასთან დაკავშირებით

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის დაყადაღებას მიუღებლად მიიჩნევს.

სააკაშვილების ოჯახის ყველა წევრის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას რულოვსი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დღეს გავიგე ქონების დაყადაღების შესახებ. იმ სიაში ჩემი ბინაც არის, სადაც მიშას პრეზიდენტობამდე ვცხოვრობდით და მერეც, ისევ ვცხოვრობთ. 20 წლის წინ, როცა გავთხოვდი, მამაჩემმა ბინა მაჩუქა პეროვსკაიაზე, გავყიდე 3-ჯერ ძვირად, მერე საბურთალოზე გადავედით. მერე ისევ გავყიდე და გადავედით ბარნოვზე. ეს იყო 2002 წელს. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველანაირად მიუღებელია, რომ საუბარი იყოს ამ ჩემს ბინაზე!", - წერს ყოფილი პირველი ლედი.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა