უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლები ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებში?

უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლები ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებში?

როგორც კვლევებმა აჩვენა, მშობლის ჩარევა ბავშვის საშინაო დავალების მომზადების პროცესში ძალიან დადებითი გავლენას ახდენს მათი სწავლის ხარისხისა და განვითარებაზე.

თუმცა მშობლების ჩარევა სულაც არ გულისხმობს, რომ მუდამ თქვენი ბავშვის გვერდით იჯდეთ, როცა ის მათემატიკის ამოცანას ხსნის ან, თუნდაც მოსაზრებას წერს წაკითხული წიგნის შესახებ. საშინაო დავალების ზედამხედველობას სულაც არ აქვს პოზიტიური ეფექტი.

ეს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის კარლ კორტერის დასკვნებია, რომელმაც გადაწყვიტა საშინაო დავალების შესრულების პროცესში მშობელთა ჩართულობის შედეგები გამოეკვლია.

"კვლევამ აჩვენა,რომ მშობელთა ჩარევას საშინაო დავალებების კეთების პროცესში,ფაქტიურად უმნიშვნელო შედეგი აქვს"– ამბობს კორტერი. ამიტომ, მისი რჩევით, უმჯობესია მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საშინაო დავალებების კონტროლისგან, საპრეზენტაციო ტექსის შესწორებისგან ან თუნდაც კლასისთვის მოსამზადებელი პროექტის შეფასებისგან,რადგან ეს სრულებითაც არ ეხმარება ბავშვს განვითარებაში.

აბა რა შეუძლია მშობელს გააკეთოს იმისათვის,რომ თავისი შვილი იყოს კლასში წარმატებულლი?

კვლევებმა აჩვენეს რამდენიმე ვარიანტი თუ როგორი ტიპის ჩარევა შეიძლება იყოს პოზიტიური ბავშვის განვითარებისთვის:

ყოველთვის აგრძნობინეთ თქვენს შვილს,რომ მისგან ელით საუკეთესოს;

ესაუბრეთ შვილს სკოლის შესახებ;

დაეხმარეთ,რომ განივითაროს პოზიტიური დამოკიდებულება და სამუშაო უნარ–ჩვევები;

წაიკითხეთ წიგნი შვილთან ერთად;

მოლოდინი

"როდესაც მშობლები ეუბნებიან თავიანთ შვილებს,რომ მათგან ელოდებიან მაქსიმუმს და წარმატებას,მათი შვილები ყოველთვის მეტად ინდომებენ სწავლას"–ამბობს კარლი

რჩევები:

მიახვედრეთ თქვენს შვილს, რომ მისი კარგი შედეგი სკოლაში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია;

უთხარით თქვენს შვილს, რომ გჯერათ მისი შესაძლებლობების;

გაამხნევეთ ის და უთხარით, რომ ის შეძლებს თავისი ოცნებების განხორციელებას;

როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი,ჯენეტ პელეტიერი ამბობს, მშობლებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც პატარა ბავშვს შეუძლია გაიზიაროს იდეები და გამოთქვას თავისი აზრი.

"ბავშვებს აქვს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა,რომელიც უნდა იქნას ხელშეწყობილი"–ჯენეტი ამბობს. მისი თქმით–"თქვენი შვილის გამოცდილების გამოვლენის მიზნით, ჰკითხეთ მათ ამ გამოცდილების შესახებ და თან ეცადეთ საუბარში გამოიყენოთ თქვენი ბავშვისთვის უჩვეული სიტყვები". "გქონდეთ მოლოდინი,რომ თქვენი შვილი მიაღწევს წარმატებას,რაშიც მისი თვალსაწიერის გაფართოება დაგეხმარებათ"–ამბობს იგი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია