მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს

მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს

მიხეილ სააკაშვლის ადვოკატის ოთარ კახიძის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.

აღნიშნულ ინფორმაციას კახიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ბატონი ბიძინას ლოცვა-კურთხევით, დაყადაღებულია მიშა სააკაშვილის საბანკო ანგარიშები. ოღონდ, პროკურატურას დაეზარა იმის გარკვევა, თუ რომელი ბანკის მომსახურებით სარგებლობდა ექს-პრეზიდენტი და მოითხოვა ყველა ბანკში ყადაღის დადება. აი ასე, თუკი სადმე რამე აქვს. სასამართლომაც დაარტყა ბეჭედი. ამ ნაკვეთებზე რაღატო იწვალეს, არ ვიცი. დაეყადაღებინათ ზოგადად - "ყველაფერი"

მადლობა იმ ბრძენ კაცს, კანონის უზენაესობა რომ დაამკვიდრა", - წერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

ამასთან, პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის ინფორმაციით, ყველაფერი რაც მიხეილ სააკაშვილს დაუყადაღდა სია უკვე გამოქვეყნებულია უწყების ვებ-გვერდზე.

"სხვა ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა სუხიაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონება დაყადაღებულია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა