სააკაშვილის რევანშის სცენარი?! - ვის გამოიყენებენ "ნაციონალები" რევოლუციური განწყობის შექმნისთვის

სააკაშვილის რევანშის სცენარი?! - ვის გამოიყენებენ "ნაციონალები" რევოლუციური განწყობის შექმნისთვის

ბოლო პერიოდში ექსპერტთა ნაწილს არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას ცდილობენ. აღნიშნულმა ექსპერტებმა თუ საზოგადოების წარმომადგენლებმა ზემოხსენებულის ერთ-ერთ დამადასტურებელ არგუმენტად მიიჩნიეს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება, რომლის თანახმად: "ნაციონალების" მხრიდან ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულება მზადდება. არიან ჯგუფები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამყარებლად აურზაურის გამოწვევას შეეცდებიან. ამ ყველაფრის მიზანი კი დესტაბილიზაციაა, სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა და საბოლოოდ, ხელისუფლების შეცვლა".

ჩვენს რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ დღეს და ხვალ ქვეყნის შიდაუსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, თუმცა, დესტაბილიზაციის სავარაუდო გეგმა შესაძლოა, ქვეყანაში ქაოსის გამოწვევას რამდენიმე წლის შემდეგ ითვალისწინებდეს და შესაბამისად, ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს.

ვახტანგ ქუთათელაძე, უშიშროების ექსმინისტრი: - "ნაციონალები" გაიძახიან, რომ კრიმინალმა იმატა და ამის დამადასტურებლად ყველაფერს იყენებენ - ჭორს თუ მართალს. სამწუხაროდ, მათ მიაღწიეს მიზანს - ამის შესახებ საზოგადოებაში აქტიურად მსჯელობენ, ისევე, როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებაზე. ესეც ყურით მოთრეული თემაა. რაც უფრო ბევრს ვილაპარაკებთ ამაზე, ჩათვალეთ, რომ "ნაციონალების" მიზანი მიღწეულია. არადა, ჩემი აზრით, კრიმინალური ფონის კუთხით საგანგაშო არაფერი ხდება...

რაც შეეხება რელიგიურ საფუძველზე დაპირისპირების ფაქტებს, ეს ხელოვნურად გამოწვეული მგონია, მეტიც, ამის უკან უცხოური სპეცსამსახურების ხელწერას ვხედავ.

ამ ეტაპზე მეტის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს როგორც ქობულეთში მომხდარი ფაქტი, ასევე ქვემო ქართლი, სადაც ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, თუ რა ხდება რელიგიური თემატიკის კუთხით. საქართველოში ამჟამად არ არის ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, რამაც შესაძლოა კატაკლიზმები გამოიწვიოს. თუმცა, კრიმინალის ზრდის შესახებ ისტერიული ფონის შექმნა და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტები, შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მოსამზადებელი ეტაპი. დღეს და ხვალ არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, არეულობა 1 ან 2 წლის მერე მივიღოთ, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ შესაბამისად არ იმოქმედა. "ნაციონალები" რა თქმა უნდა, ისევ იდემაგოგებენ, იცრუებენ, არც პროვოკაციებია მათთვის უცხო ხილი, მაგრამ საზოგადოებაც უნდა შეიცვალოს, ახლანდელი სამართალდამცველი ორგანოებიც უფრო გახსნილები უნდა იყვნენ ინფორმაციული თვალსაზრისით და იზრუნონ პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე.

კახა კახიშვილი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი: - ყოველდღიურად კრიმინალზე საუბარი და იმის ძახილი, რომ ქვეყანა ინგრევა, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებში შედის. "ნაციონალები" აცნობიერებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რევოლუციის ავანგარდში ვეღარ იქნებიან. ამ ეტაპზე ისინი პოლიტიკურ ტრიბუნას იყენებენ იმისათვის, რომ შექმნან რევოლუციური განწყობა ქვეყანაში, რაც აუცილებელია ძალაუფლების ხელში ასაღებად. შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ,

– "ნაციონალები" პარალელურად შექმნიან ახალ, თითქოსდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რეალურად მათი იდეოლოგიის გამზიარებელი იქნება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა