სააკაშვილის ბებია ივანიშვილს მის ზვიგენებთან და პინგვინებთან ერთად ცხოვრებას სთხოვს (+ვიდეო)

სააკაშვილის ბებია ივანიშვილს მის ზვიგენებთან და პინგვინებთან ერთად ცხოვრებას სთხოვს (+ვიდეო)

"უსახლკარო ვარ" - ასეთ კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ბებია, მზია წერეთელი ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებაზე.

სააკაშვილის მოხუცი ბებია ახლა ქალიშვილთან ცხოვრობს, სახელმწიფომ მას მშენებარე ბინა, მიწის ნაკვეთი სოფელ ნატანებში და "ტოიოტას" მარკის ავტომობილი დაუყადაღა.

"ეს სახლი 99 წელში ჩემი და ჩემი მეუღლის მიერ იქნა შესყიდული. შევიძინეთ მშენებარე სახლი, რომელიც დღესაც არ არის აშენებული, ამიტომ დავარქვით არაშენდა. თუ მე ეს ბინაც წამართვა ბიძინა ივანიშვილმა, მაშინ წამიყვანოს თავის პინგვინებთან და ზვიგენებთან, მეტი საცხოვრებელი არ მაქვს", - ამბობს თემის კომენტირებისას სააკაშვილის ბებია.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქონება დაყადაღებულად გამოცხადდა. დაყადაღებულ ქონებას შორის არის მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი ყვარლის სახლი, სანდრა რულოვსის ბინა, მიწის ნაკვეთები და ავტომანქანები.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა