"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება - Foreign Policy

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება - Foreign Policy

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს გაერთიანება რისკების შემცველი იქნება. ამის შესახებ ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში - "საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბანაკის განთავსება შესთავაზა".

რისკის თვალსაზრისით ერთ-ერთ მაგალითად სტატიის ავტორი ჯონ ჰადსონი ასახელებს 14 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, სახელწოდებით "გზავნილი ამერიკის მოკავშირეებს", სადაც ასახულია, როგორ მოკვეთეს თავი "ისლამური სახელმწიფოს" მეამბოხეებმა ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომელ დევიდ ჰეინსს.

"საქართველო ასევე ესაზღვრება ნატო-ს წევრ თურქეთს, რომელიც თავადაც მოექცა "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" თავდასხმის ქვეშ. 11 ივნისს "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყის ქალაქ მოსულში თურქეთის საკონსულო დაარბია, აიყვანეს ტყვედ 49 თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც 19 სექტემბერს გაუხამაურებელი გარიგების შედეგად გაათავისუფლეს", - წერს ავტორი.

ამასთან, ჯონ ჰადსონი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საქართველოს შეთავაზებისა, საეჭვოა, საქართველომ მალე მიიღოს ნატო-ს წევრობა, ან მიიღოს საერთოდ. მისივე თქმით, მთავარი დაბრკოლება ამ მხრივ ქვეყნის სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთია.

"2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოში შეჭრის შემდეგ ამ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალები რჩებიან. ამან კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აღძრა შიში, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, ერთ დღეს ალიანსსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია გააძლიეროს მეხუთე მუხლის ფარგლებში, რომელიც ალიანსის ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს", - წერს სტატიის ავტორი.

ავტორი ციტირებს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ უილსონის კომენტარს, რომელიც აცხადებს, თუ რამდენად ეფექტური იქნება ნატო, თუ ყველა მისი წევრი ქვეყანა საქართველოს დონეზე შეიტანს წვლილს.

"ავღანეთის ოპერაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო წვლილის შეტანიდან დაწყებული, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და დაზვერვის სფეროში თანმშრომლობით დამთავრებული, საქართველო ნატო-ს მოკავშირის მოდელია", - წერია სტატიაში.

Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საქართველომ აშშ-ის სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა.

ავტორი ასევე ციტირებს აშშ-ის საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ამერიკულ მხარეს ცენტრის გახსნა ქართულმა მხარემ შესთავაზა, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის საგანია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა