სამწუხაროა, რომ Foreign Policy-ის ჟურნალისტმა უზუსტობა დაუშვა - არჩილ გეგეშიძე

სამწუხაროა, რომ Foreign Policy-ის ჟურნალისტმა უზუსტობა დაუშვა - არჩილ გეგეშიძე

საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველომ ამერიკას სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა, არ ადასტურებს.

გეგეშიძე ვარაუდობს, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.

"თუ დადგა ეს საკითხი, ისევე, როგორც სხვა საკითხები, საქართველოს ხელისუფლება ამას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება, განიხილავს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს პასუხი არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე დასტურს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც ახალგაზრდა კაცი ჩანს, როგორც ჩანს უცხოურ მედიაშიც კვალიფიკაციის პრობლემა ხანდახან არსებობს, უზუსტობა დაუშვა. მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

Foreign Policy-ს ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. გამოცემა ამ ინფორმაციას აშშ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და დასტურად საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე მოჰყავს.

"[საწვრთნელი ცენტრის გახსნა] ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - ციტირებს გამოცემა აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის კომენტარს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, გაურკვეველი რჩება საქართველოში გასამართი საწვრთნელი პროგრამის პოტენციური მასშტაბი, თუმცა, ამერიკულ გამოცემას არჩილ გეგეშიძემ განუცხადა, რომ შესაძლოა ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ უმასპინძლოს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და არა - მხოლოდ სირიიდან. "ეს იქნება კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრი ნებისმიერი ეროვნებისთვის", - ციტირებს ავტორი გეგეშიძის ნათქვამს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა