სააკაშვილი სახლის, ფულის და ჰალსტუხების გარეშე დატოვეს" - "Россия 1" "ქართული ოცნების შურისძიებაზე"

სააკაშვილი სახლის, ფულის და ჰალსტუხების გარეშე დატოვეს" - "Россия 1" "ქართული ოცნების შურისძიებაზე"

რუსულმა ტელეკომპანია Россия 1-მა საქართველოს ექსპრეზიდენტს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა.

"ქართული ოცნების" შურისძიება: სააკაშვილი სახლის, ფულის და ჰალსტუხების გარეშე დატოვეს" - ამ სათაურით გამოქვეყნდა ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული სიუჟეტი, რომელიც რეპორტიორებმა თბილისში გადაიღეს.

"მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არც სახლი დარჩა, აღარც მანქანა, არც ფული და აღარც ჰალსტუხები. დარჩა მხოლოდ ბრალდებები უფლებამოსილების გადაჭარბებასა და 5 მილიონ დოლარზე მეტი თანხის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. ექსპრეზიდენტი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, ირწმუნება, რომ მის მიმართ ორგანიზებული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. მისი თქმით, ეს "ქართული ოცნების" ლიდერის შურისძიებაა" - ასე წარადგინეს თითქმის 4-წუთიანი სიუჟეტი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა