დასისხლიანებული კობა ხაბაზი და "თავისუფალი ზონის" ოფისი - 5 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

დასისხლიანებული კობა ხაბაზი და "თავისუფალი ზონის" ოფისი - 5 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

"თავისუფალი ზონის" ოფისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა ორგანიზაციის დამფუძნებელი კობა ხაბაზი.

ინციდენტის შემდეგ Ambebi.ge კობა ხაბაზს დაუკავშირდა.

- ოფისში შემოიჭრნენ ხელკეტებით შეიარაღებული ტიტუშკები, დაიწყეს ჩხუბი და ანგარიშსწორება. შესაბამისად, ჩვენგან მიიღეს შესაბამისი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვაცნობეთ შსს-ს, რომ ისინი აპირებდნენ ოფისზე თავდასხმას. სამწუხაროდ, შსს-ს რეაგირება არ მოუხდენია. დეპუტატებსაც მივმართეთ. მათ საკუთარი თვალით ნახეს, რა ხდებოდა ოფისში, რადგან დროულად გამოცხადდნენ "თავისუფალი ზონის" ოფისში.

- "ტიტუშკებში" ლადო სადღობელაშვილის "თავისუფალ თაობას" გულისხმობთ?

- არანაირი "თავისუფალი თაობა ეგენი არ არიან,

ესენი არიან ივანიშვილის და ღარიბაშვილის მიერ დაქირავებული ტიტუშკები.

- ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სპეც-რაზმი...

- ჩვენ ვიმყოფებით ოფისში, არ გავდივართ გარეთ, თუ კიდევ შეეცდებიან ოფისში შემოჭრას, მიიღებენ საკადრის პასუხს.

- ამბობენ, რომ თქვენ იარაღით დავხდით ოფისში შემოჭრილ პირებს...

- არასდროს ცხოვრებაში იარაღი არ მიტარებია, არც შევხებივარ. სამშობლოს ისეთ გამყიდველებთან, როგორიც არის ტრისტანა წითელაშვილი, იარაღი არ მჭირდება, მუშტითაც მშვენივრად გავუსწორდები.

Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ "თავისუფალი ზონის" ოფისთან ამჯერად მდგომარეობა განმუხტულია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა