გამოიწვევს თუ არა პრეზიდენტის ქმედებები მის იმპიჩმენტს

გამოიწვევს თუ არა პრეზიდენტის ქმედებები მის იმპიჩმენტს

საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული დაპირისპირება შესაძლოა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. ქვეყნის პირველ პირებს შორის გაერო-ს სამიტის შემდეგ, კიდევ ერთი გაუგებრობა დავოსის ეკონომიკურმა ფორუმმა გამოიწვია. როგორც ირკვევა, ფორუმიდან მოსაწვევები ირაკლი ღარიბაშვილსაც და გიორგი მარგველაშვილსაც გამოუგზავნეს.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ "იმპიჩმენტის საფუძველი სისხლის სამართლის დანაშაული, ან კონსტიტუციის დარღვევაა".

"ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი, სრულად მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. გარდა ამისა, ეს მოქმედება რომც დაიწყოს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ან მის ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, ამის შემდეგ დასკვნა პარლამენტში ბრუნდება და იწყება იმპიჩმენტის მეორე ეტაპი. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, ეს იმპიჩმენტის საფუძველი ვერ გახდება. მაგრამ თუ პრეზიდენტი შექმნის პარტიას და ის თავად გახდება ამ პარტიის წევრი, რისი უფლებაც მას კონსტიტუციით არ აქვს, მაშინ შეიძლება ეს გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი", - აღნიშნავს ძაბირაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ძაბირაძის მსგავსად ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც.

"ცნება - დამოუკიდებელი აქტივობა, არცერთ ქვეყანაში დანაშაულად არ ითვლება. პრეზიდენტი პასიური უნდა იყოს თუ დამოკიდებულად აქტიური? მთავრობასთან შეუთანხმებლად პრეზიდენტი არსად წასულა. ხოლო თუ ის არის პრობლემა, რომ მან მიწვევა მიიღო და წასვლის სურვილი გამოთქვა, ეს დანაშაული არ არის. რასაკვირველია, არსებობს სიღრმისეული წინააღმდეგობები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, პრეზიდენტი ძალზედ მოუქნელად და არადიპლომატიურად ცდილობს უმნიშვნელო ფაქტად წარმოადგინოს, რომ ეს მხოლოდ ემოციებია, მაგრამ არ გამოსდის. ეს წინააღმდეგობები სერიოზულია და ამ თვალსაზრისით, სიურპრიზები გველის. თუმცა, ის, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებლად აქტიურია, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს, სასაცილოა", - ამბობს ცინცაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა