"თავისუფალი თაობის" წევრი ზურაბ ბიგვავა ცოცხის სროლის გამო დააკავეს - დაპირისპირება პეკინზე

"თავისუფალი თაობის" წევრი ზურაბ ბიგვავა ცოცხის სროლის გამო დააკავეს - დაპირისპირება პეკინზე

სამართალდამცველებმა "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელი ზურაბ ბიგვავა დააკავეს. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი თაობის" წევრმა "თავისუფალი ზონის" აქციის მიმართულებით ცოცხი ისროლა. ბიგვავა აცხადებდა, რომ ცოცხი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სიმბოლოა.

"თქვენ ცოცხების ღირსი ხართ", - ყვიროდა იგი "თავისუფალი ზონის" მონაწილეების მისამართით.

"თავისუფალი ზონის" ოფისთან ორი აქცია მიმდინარეობს.

"თავისუფალი თაობა" "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებს, რომელიც ორი დღის წინ მოხდა. კონტრაქციას მართავს "თავისუფალი ზონაც".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა