პომიდვრის, კვერცხებისა და ბოთლების სროლა თბილისის ცენტრში - დაპირისპირება პიკს აღწევს

პომიდვრის, კვერცხებისა და ბოთლების სროლა თბილისის ცენტრში - დაპირისპირება პიკს აღწევს

"თავისუფალი ზონის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა კვერცხები და წყლიანი პლასტმასის ბოთლები ესროლეს.

აღნიშნული ინციდენტი "თავისუფალი ზონის" ოფისთან მოხდა, სადაც ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთის საწინააღამდეგო აქციას მართავს. კვერცხების სროლას "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების გაღიზიანება მოჰყვა. მათ პოლიციის ბარიკადის გარღვევა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალმდაცველებმა არ მისცეს.

"თავისუფალი ზონის" წევრებს სიმშვიდისა და პროვოკაციაზე არ წამოგებისკენ მოუწოდა გიგა ბოკერიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა. 

"თავისუფალი ზონის" ოფისთან ორი აქცია მიმდინარეობს.

"თავისუფალი თაობა" "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებს, რომებიც ორი დღის წინ მოხდა. კონტრაქციას მართავს "თავისუფალი ზონაც".

იხილეთ | "თავისუფალი თაობის" წევრი ზურაბ ბიგვავა ცოცხის სროლის გამო დააკავეს - დაპირისპირება პეკინზე

ასევე დაგაინტერესებთ | პომიდორის სროლა და შეხლა-შემოხლა "თავისუფალი ზონის" ოფისთან - პეკინზე მოძრაობა პარალიზებულია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა