ბრძოლა წყლით სავსე პრეზერვატივებით პეკინზე - "სწორედ ამის ღირსები ხართ თქვენ"

ბრძოლა წყლით სავსე პრეზერვატივებით პეკინზე - "სწორედ ამის ღირსები ხართ თქვენ"

"თავისუფალი ზონის" ოფისის წინ მიმდინარე აქციაზე, "თავისუფალი თაობის" წევრებმა წყლით სავსე პრეზერვატივები ისროლეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ , "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა სწორედ ასე უნდა შეფასდეს.

"სწორედ ამის ღირსები ხართ თქვენ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"თავისუფალი თაობის" აქციის ორგანიზატორებმა აქტივისტებს დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცავები. პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა აღდგა.

"თავისუფალი თაობა" "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებს, რომელიც ორი დღის წინ მოხდა.

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა