როგორ აისახება სარეკლამო დროის შესახებ ევროდირექტივა კანონმდებლობაში

როგორ აისახება სარეკლამო დროის შესახებ ევროდირექტივა კანონმდებლობაში

როგორ აისახება ევროდირექტივა სარეკლამო დროის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ამის შესახებ "პალიტრა TV"-ს ეთერში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დირექტივა ეხება აუდიო-ვიზუალური მომსახურებას, მათ შორის სარეკლამო საქმიანობის ევროპულ სტანდარტის დაწესებას, რომლის მიხედვითაც მაუწყებლობის ყოველ საათში სარეკლამო დრო 20%-მდე უნდა იყოს.

ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ რეკლამის რეგულაციების გამკაცრებაზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"არათუ გამკაცრებაზე, ჯერ საერთოდ გადაწყვეტილების პროექტიც კი არ არსებობს. საქმე ცოტა სხვაგვარად არის. საუბარია სარეკლამო ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე და ამოსავალი წერტილი არის ევროპული დირექტივები, ვინაიდან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველომ სატელეკომუნიკაციო სფეროში აიღო ვალდებულებები გარკვეულ დირექტივებთან მიერთების შესახებ. მათ შორის არის აუდიო-ვიზუალური მომსახურების შესახებ დირექტივა, რომელიც აწესებს სარეკლამო საქმიანობის ევროპულ სტანდარტს. ალბათ, გარკვეული ცვლილებები იქნება რეგულაციების მხრივ, მაგრამ ამაზე დაწყებულია მუშაობა და ჯერ სამუშაო ვერსიის დონეზე ყალიბდება. როგორც კი სამუშაო ვერსია მეტნაკლებად მზად და შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივასთან, დაიწყება მისი საჯარო განხილვა მაუწყებლების, მედიაექსპერტების, არასამთავრობოების და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით", - განაცხადა აბაშიძემ გადაცემაში "განო და კოტე შუადღის ამბებით"

იმას, რომ სამუშაო პროცესში უკვე არსებობს ინფორმაცია 12-წუთიანი რეკლამის შესახებ, ვახტანგ აბაშიძე ჟურნალისტების ოპერატიულობასა და პროფესიონალიზმს მიაწერს.

"დღევანდელი კანონმდებლობით, მაუწყებელს აქვს უფლება, მისი მაუწყებლობის დროის 20% გამოიყენოს რეკლამო დროისთვის, ანუ თუ მაუწყებლობს 4 საათი, ამის 20% რეკლამისთვის გამოიყენოს, მაგრამ იქ არ არის გაწერილი, ეს 20% ერთი საათზე უნდა გადანაწილდეს, სამზე, ხუთზე თუ. - შვიდზე. ევროპული სტანდარტით კი გათვალისწიინებული ერთი საათის განმავლობაში რეკლამისთვის 20%-მდე დრო. აქედან წამოვიდა ალბათ ინფორმაცია 12-წუთიანი რეკლამის დროის შესახებ, რადგან თუ ამას გადავიყვანთ 24 საათზე და შემდეგ ყოველ საათზე გავყობთ, დაახლოებით ასე გამოვა – საათში 12 წუთიანი კომერციული რეკლამის გამოყოფაზეა საუბარი. მაგრამ, როგორ ჩამოყალიბდება იგი საქართველოს კანონმდებლობის დონეზე, ამაზე მუშაობა დაიწყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ დაიწყო", - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მაუწყებლებს სარეკლამო დროისთვის მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% აქვთ გამოყოფილი (4 საათი და 48 წუთი 24 საათიან ბადეში), შესაბამისად, ისინი საკუთარი სურვილისამებრ იყენებენ სარეკლამო დროს და რეკლამები "პრაიმ თაიმში" დიდი დოზით ხვდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია