მამაკაცმა უფროს ქალბატონს შეაფურთხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - სკანდალი ტურიზმის ადმინისტრაციაში

მამაკაცმა უფროს ქალბატონს შეაფურთხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - სკანდალი ტურიზმის ადმინისტრაციაში

ტურიზმის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ლაშა წურწუმიამ ადმინისტრაციის უფროს ქალბატონს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეაფურთხა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი დღეს მოხდა და ლაშა წურწუმიას აგრესია იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მან მიიღო შეტყობინება 6 ოქტომბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ წურწუმიას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი და თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.

სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა წურწუმია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მობილური მომსახურების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2013 წლის ივლისიდან მუშაობს.

"ბოლო პერიოდში წურწუმიას მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისადმი აგრესიული ქმედებების გამოვლენას. შექმნილი სიტუაცია უარყოფითად აისახებოდა ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე და პრობლემებს უქმნიდა თანამშრომლებს მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან უშედეგო აღმოჩნდა წურწუმიასთან ურთიერთობის დარეგულირების არაერთი მცდელობაც. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ ლაშა წურწუმიას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო",-ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის გამო საჭირო გახდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში საპატრულო პოლიციის გამოძახება. პოლიციის მიერ დაიკითხა ინციდენტის მონაწილე ყველა მხარე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა