ჩემზე რატომ არ ფიქრობ? - ინგა გრიგოლიას შენიშვნა გია ცაგარეიშვილს

ჩემზე რატომ არ ფიქრობ? - ინგა გრიგოლიას შენიშვნა გია ცაგარეიშვილს

"ტელეიმედის" თოქ-შოუ "რეაქციაში" საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა "თავისუფალი ზონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იკამათეს. კამათმა მწვავე ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ "თავისუფალი ზონის" ვებ-გვერდზე ამნისტირებულებს მოუწოდებენ ადამიანების დაყაჩაღებისა და დაუთოვებისკენ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მას სიცრუეში დასდეს ბრალი. პავლე კუბლაშვილმა მანანა კობახიძეს მიმართა: "სულ გაგიჟდით?!" რაზეც გია ცაგარეიშვილისგან ქალბატონთან არასათანადო მოპყრობის გამო შენიშვნა მიიღო.

ცაგარეიშვილის შენიშვნას ინგა გრიგოლიამ რეპლიკით უპასუხა: "ერთი ქალბატონის უფლებებს რომ იცავ, ჩემზე რატომ არ ფიქრობ, მე არ ვარ მანდილოსანი?"

ნახეთ ვიდეო

LIVE - ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედია; დახმარების ახალი პაკეტი

LIVE - "საღამოს ნიუსრუმი" დღის მნიშვნელოვანი ამბებით

"საქართველოში მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა, ყველა იმ ადამიანის გამოსავლენად, ვისაც კოვიდი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი"