ირაკლი ღარიბაშვილის, ნოდარ ხადურისა და მაია ფანჯიკიძის "მწვადაობა" რთველში

ირაკლი ღარიბაშვილის, ნოდარ ხადურისა და მაია ფანჯიკიძის "მწვადაობა" რთველში

ყვარლის რაიონში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა.

ფოტოზე, რომელიც Ambebi.ge-ს ჟურნალისტმა, რომან ქევხიშვილმა გადაიღო, ჩანს, რომ მუშაობის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა, მაია ფანჯიკიძემ და ნოდარ ხადურმა მწვადის შეწვაშიც მიიღეს მონაწილეობა.

"რთველი 2014" კახეთის რეგიონში დასკვნით ფაზაში შედის. 4 ოქტობრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში ასევე 240 გლეხმა (თითოეულმა მათგანმა) 100 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო (მინიმალური შემოსავალი 50 119 ლარი, მაქსიმალური - 99 949 ლარი) 112 გლეხმა (თითოეულმა მათგანმა) 100 000-ს ლარზე მეტი შემოსავლი მიიღო (მინიმალური 100 659 ლარი, მაქსიმალური - 487 793 ლარი) ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 114 809 ტონა ყურძენი.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს - გადამუშავდა 92 371 ტონა ყურძენი და მოსახლეობის შემოსავლებმა რაჭასა და კახეთში შეადგინა 108 150 422 ლარი.

"წელს რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა საფერავის ჯიშის ყურძენზე. ინდუსტრიულად გადამუშავდა 39 121 ტონა საფერავი. მხოლოდ საფერავის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 76 737 595 ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წელს, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს, 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს", - აცხადებენ სამინისტროში.

ნახეთ: მინისტრთა კაბინეტი რთველში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა