"შევვარდები ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ" - "ლეიბორისტის" მუქარა პოლიციის უფროსს

"შევვარდები ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ" - "ლეიბორისტის" მუქარა პოლიციის უფროსს

29 სექტემბერს ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებს გიორგი გიუაშვილსა და ბესო ფოფხაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით ორივე მხარეს და კომენტარი ვთხოვეთ.

გიორგი გიუაშვილი:

- მე ვარ საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან". საკრებულოში არის 26 წევრი და აქედან 25 ლაქიაა, რომლებიც აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებენ. ძალიან მიჭირს მნიშვნელოვანი საკითხების გატანა. ოპონირებისას გადადიან ფიზიკურ ძალადობაზე. 29 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე ჩემზე მოხდა თავდასხმა. სხდომის დასრულების შემდეგ, ჩაკეტეს ოთახი და ჩემზე განახორციელეს ფიზიკური თავდასხმა. ამაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მომაყენეს უამრავი დაზიანება, ექსპრტიზა ჩამიტარდა და სურათებიც მაქვს გადაღებული. ჩემზე ზეწოლას ახდენდა უმრავლესობა და მათ შორის, ბესო ფოფხაძეც იღებდა მონაწილეობას. ფიზიკურად ბესოს რა უნდა ეჩხუბა და რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როდესაც ვიღაცეებს გავყავდი შენობიდან, ვიგრძენი, რომ ბესომ დამარტყა. ბესოს ჩემთვის ეგ არ უნდა გაეკეთებინა, 9 წელი თან გადავყევი.

ვმეგობრობდით და თანამებრძოლებიც ვიყავით. რაც შეეხება იმ ინციდენტს რაზეც თქვენ მეკითხებით, მაგ დღეს ბესო ძალიან არათავაზიანად და დამამცირებლად მომექცა, აქედან გამომდინარე გამოვხატე ჩემი რეაქცია, მანამდეც იყო მცირე ინციდენტები და მოთმინების ფიალა ამევსო. პოლიციის უფროსს ოფიციალურად ვპირდები, რომ ერთ დღეს შევვარდები ბეისბოლის "ბიტით" ან ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ. სხვანაირად სახელმწიფოსგან რეაგირება არაა და დამოუკიდებლად მიწევს თავის დაცვა. თავს არავის დავაჩაგვრინებ და ეს ჩემმა ოპონენტებმა უნდა იცოდნენ.

- მოგვიანებით თქვენ დაარტყით ფოფხაძეს და მიაყენეთ თვალის დაზიანება...

- მე მას მივუახლოვდი და შევაფურთხე. ხელი არ დამირტყამს. ადამიანს როდესაც შეაფურთხებ, ბუნებრივია, საპასუხო რეაქცია ექნება და ამის დროს მოხდა ჯიკაობა, გაწევა-გამოწევა და მაგ დროს ჩაულურჯდა თვალი. ეს იყო და სხვა არაფერი.

- ანუ თქვენ ხელიც არ დაგირტყამთ მხოლოდ შეაფურთხეთ?

- თავიდან შევაფურთხე და მერე მოხდა ხელჩართული ჩხუბი. როცა ადამიანს შეაფურთხებ, შეეცდება, დაგარტყას და მე ბესოს დავარტყმევინებდი?! მე ბესოსთვის გამიზნულად რომ მდომოდა დარტყმა, კი არ შევაფურთხებდი, ისეთს დავარტყამდი, შესაძლოა მომკვდარიყო. მე ბესოს კი არა, არავის არ დავარტყმევინებ. ბესოსთვის და გედისთვის (დეპუტატი გედი ფოფხაძე, ბესო ფოფხაძის ძმა. ლ.გ), იმდენი რამე მაქვს გაკეთებული ენით ვერ აღწერთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით 2002 წლიდან.

- რატომ მოხდა განხეთქილება თქვენს შორის?

- განხეთქილება დაიწყო იქიდან, როდესაც 2008 წელს, გედი ფოფხაძემ, ოპოზიციის მხრიდან დეპუტატობაზე კენჭი არ იყარა და გვითხრა, რომ ჩვენ ყველას უნდა გვემუშავა "ნაციონალების" კანდიდატზე, გია ტალახაძეზე (რომელიც მაშინ მართლაც გახდა დეპუტატი), თვითონ წავიდა ცაგერში და პალიკო კუბლაშვილის შტაბის ხელმძღვანელი იყო. სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი ჩვენს შორის. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის საწვავს იპარავდა, 50 მანქანიდან აქციებზე 25 მიდიოდა და დანარჩენს ჯიბეში რომ იდებდა ხოლმე, ამაზეც გვქონდა კონფლიქტი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა