ვინ არის კავკასიელი ბიზნესმენი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული აქვს

ვინ არის კავკასიელი ბიზნესმენი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული აქვს

2014 წლის მარტის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციები Forbes-ის რეიტინგში გაუარესდა. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 270-ე ადგილი დაიკავა, რითაც მისი შარშანდელი პოზიციები გაუარესდა.

გასული წლის მარტის მონაცემებით, ქართველი მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეიტინგში 229-ე ადგილს იკავებდა. შარშან ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარად ფასობდა, წელს კი - 5.2 მილიარდად იქნა შეფასებული. შესაბამისად, ივანიშვილის ქონება გასულ წელს 100 მლნ დოლარით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 1.1 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა ყოფილი პრემიერის ქონება 2012 წლის მარტიდან 2013 წლის მარტამდეც.

მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი კვლავ ერთადერთი ქართველია, რომელიც Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში შედის. Ambebi.ge დაინტერესდა, თუ ვინ ფლობს ბიძინა ივანიშვილზე მეტ ქონებას კავკასიის რეგიონში. როგორც აღმოჩნდა, კავკასიელი მილიარდერებიდან მხოლოდ ერთი, 63 წლის აზერბაიჯანელი ვაგიტ ალეკპეროვის ქონება აჭარბებს ივანიშვილისას.

ვაგიტ ალეკპეროვი კომპანია "ლუკოილის" პრეზიდენტი და თანამფლობელი, 63 წლის აზერბაიჯანელი მილიარდერია. ვაგიტ ალეკპეროვის ქონება 13,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, ბიზნესმენის ქონება 1,2 მილიარდი დოლარით შემცირდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანელ და სომეხ მილიარდერთა სიას, ის ასე გამოიყურება:

- 46 წლის სამველ კარაპეტიანის სიმდიდრე 4.3 მილიარდ დოლარს შეაგენს, ბოლო დროს მისი შემოსავალი 500 მილიონი დოლარით გაიზარდა.

- ღია სააქციო საზოგადოების "სასტუმრო უკრაინის" დირექტორთა საბჭოს მოადგილის, ზახარ ილიევის ქონება 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

- 41 წლის აზერბაიჯანელი მილიარდერის და სააქციო საზოგადოება "კიევის მაედნის" დირექტორთა საბჭოს მოადგილის, ნისანოვის ქონება ასევე 3,6 მილიარდ დოლარს უტოლდება.

- ამერიკელი ბიზნესმენის და კომპანია "Tracinda Corporation" პრეზიდენტისა და მფლობელის, კირკ კირკორიანის ქონებას Forbes-ი წელს 3.3 მილიარდ დოლარად აფასებს. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მილიარდერის ქონება 11.2 მილიარდ დოლარად ფასდებოდა.

- 42 წლის დანილ ხაჩატუროვი, რომელიც "Росгострах"-ის მფლობელია, 2,6 მილიარდი დოლარის კაპიტალს ფლობს. ბოლო 1 წლის განმავლობაში მან საკუთარი ქონება 0,2 მილიარდი დოლარით გაზარდა.

- რუსეთში ყველაზე დიდი საგამოფენო ცენტრის - "კროკუს ექსპოს" მფლობელის, არას აგალაროვის ქონება 1,8 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ მილიარდერის მფლობელობაში არსებული საგამოფენო ცენტრის ზომა 20-ჯერ აღემატება წითელ მოედანს.

- არგენტინაში მოღვაწე სომეხი მილიარდერის, ედუარდო ერნეკიანის ქონება 1.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. მან ერთ წელიწადში 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

- სომეხი ძმების, სერგეი და ნიკოლაი სარქისოვების ქონება 1.35 მილიარდ დოლარს შეადგენს. ძმები კომპანია "Ресо Гарантия"-ის აქციების თანაბარ წილს ფლობენ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა