"თავისუფალი ზონელები" უახლოეს მომავალში შეიარაღდებიან და ქუჩაში გამოვლენ"

"თავისუფალი ზონელები" უახლოეს მომავალში შეიარაღდებიან და ქუჩაში გამოვლენ"

"თავისუფალი ზონა" და "თავისუფალი თაობა" ერთმანეთს დაპირისპირებული არასამთავრობო ორგანიზაციებია. ამ ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმის გამო მოექცნენ, რომ მათი ფიზიკური დაპირისპირება გახშირდა - ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. კობა ხაბაზმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ "თავისუფალ ზონას" "ნაციონალები" "კვებავენ". მეორე მხარე კი "კრიშის" შესახებ დუმს... თუმცა, საზოგადოებაში ღიად ლაპარაკობენ, რომ "თავისუფალი თაობა" " "ოცნებამ" სწორედ "თავისუფალი ზონის" მოსათოკად შექმნა. რას ამბობენ ამ ორი ორგანიზაციის ლიდერები ერთმანეთზე?

გელა ვასაძე, "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელი:

-ეს ორგანიზაცია - "თავისუფალი თაობა", საერთოდ რეგისტრირებულია თუ არა, ეგეც არ ვიცი, ჩემთვის ეგენი არსებობენ. მხოლოდ ერთ რამეს ვხედავ - რაღაც გარკვეულ ჯგუფებს ჩვენი დემონიზაცია აქვთ მიზნად დასახული. ეს პირდაპირი დაკვეთაა, რომელიც შსს-დან მოდის და პროვოკაციულად მოქმედებენ. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ მოსწონთ, მაშინ მათი ლიკვიდაციის მოთხოვნით რატომ არ გამოდიან? რატომ მაინც და მაინც - "თავისუფალი ზონის" დაშლა? ჩვენ არ ვმალავთ, რომ ამ პარტიას ვემხრობით, ისინი კი შსს-ს დაკვეთით მოქმედებენ, რათა ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინონ. ჩვენზე ამბობენ, "ბოევიკები" და "შტურმოვიკები" არიანო. ერთი მიზეზი გვითხარით, რას ვარღვევთ, რას ვაშავებთ, რომ ჩვენი დაშლა აუცილებელი იყოს? არავის ვუვარდებით, არავის ვესხმით, მშვიდობიანი აქციები გვაქვს, მაგრამ თავს ნამდვილად არავის გავალახვინებთ! იძულებულები ვართ, თავი დავიცვათ, ოღონდ არა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, არამედ - ხელისუფლებისგან, ამისათვის კი შესაბამის ზომებს მივმართავთ.

- დავუშვათ, მათ "ოცნება" უმაგრებს ზურგს, თქვენ - "ნაციონალური მოძრაობა", რომლის წევრებიც არამარტო ადგილობრივ, საერთაშორისო ასპარეზზეც კი ინტრიგანობით გამოირჩევიან და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას იწვევენ, რაც, ბუნებრივია, თქვენკენაც იქნება მომართული, როგორც მათი მხარდამჭერებისადმი. რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ "თავისუფალი თაობა" საქართველოს შსს-ს დაკვეთით მოქმედებს?

- იქიდან გამომდინარე, რომ ჭიკაიძემ რაღაც განაცხადა, ესენი ამბობენ, ჩვენ ახლა "თავისუფალ ზონას" გავანადგურებთო. რამე იციან ჩვენს ორგანიზაციაზე? მოვიდნენ და დაგველაპარაკნენ? თავიდანვე ლანძღვა-გინებები იყო.

ლადო სადღობელაშვილი, "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი:

- მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შორის კონფლიქტი არ არსებობს, იდეოლოგიური დაპირისპირებაა. არსებობს "თავისუფალი ზონა", რომელიც გამოდის და ახალგაზრდებს სხვადასხვა ფორმით თავს ახვევს ცრუ პატრიოტულ იდეებს. აგრესიული ფორმებით გამოიკვეთნენ.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა