"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. თბილისის მერიის ფოიეში ნიკა მელია, ირაკლი აბესაძე და ხათუნა ბერძენიშვილი იმყოფებიან. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, თბილისის მთავრობის სხდომა საჯაროა ნებისმიერი მოქალაქისთვის და დასწრებაზე უარის თქმა არ შეიძლება.

"მერიაში იმყოფება საკრებულოს წევრი, მე, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ვარ, ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წევრები. ჩვენ გვაქვს სრული უფლება, დავესწროთ თბილისის მთავრობის სხდომას და მოვითხოვოთ ახსნა-განმარტებები, თუ რატომ ხდება მერიის თანამშრომლების უკანონო გათავისუფლება", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ ისნის გამგებელს, ვახტანგ ქიზიყურაშვილს მიმართა, რომ კანონით მინიჭებული მათი უფლება არ დაერღვიათ. ისნის რაიონის გამგებელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაპირდა, რომ გაარკვევდა, შესაძლებელი იყო თუ არა მთავრობის სხდომაზე მათი დასწრება და შეატყობინებდა.

დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა