საუკეთესო შვიდეული - ყველაზე მაღალხელფასიანი ჩინოვნიკები

საუკეთესო შვიდეული - ყველაზე მაღალხელფასიანი ჩინოვნიკები

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, 2013 წლიდან მოყოლებული ჩინოვნიკებს თანამდებობრივი სარგო მკვეთრად გაეზარდათ ან სოლიდური სახელფასო ყოველთვიური დანამატი მიიღეს. მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკების ტოპ-ხუთეული კი ასეთია: თბილისის ვიცე-მერი - 7 080 ლარი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - 7 000 ლარი; პრეზიდენტი - 6 900 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარე - 5 905 ლარი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 5 570 ლარი.

ამ ფონზე ერთ დროს მაღალხელფასიანი მინისტრები თავიანთი 5 000-ლარიანი ხელფასით უკვე მე-7 ადგილზე აღმოჩნდნენ, მათ წინ კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებია, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 5 505 ლარს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო მმართველობაში ხელფასი, საშუალოდ, 1270,6 ლარია, რაც ოდნავ დაბალია საფინანსო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო უწყებებში, იქ, სადაც ეკონომიკური დოვლათი არ იქმნება, ხელფასი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ბობოლა მოხელეებისთვის.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მინისტრები იყვნენ პირველნი, რომელთა თანამდებობრივი სარგო მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ნაციონალების მმართველობის დროს მინისტრთა ხელფასი 3 540 ლარს შეადგენდა, ”ქართული ოცნების” მმართველობის დროს მას დანამატი დაერთო და სულ მინისტრის თანამდებობრივი სარგო 7 875 ლარით განისაზღვრა (ხელზე ასაღები 6300 ლარი).

მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში ჩინოვნიკების ხელფასებსა და პრემიებზე აჟიოტაჟი ატყდა, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და მინისტრებს ხელფასი ისევ შეუმცირა. საბოლოოდ, დღეს მინისტრის ხელფასი საშემოსავლოს დაქვითვით 5 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, მათი ყოველთვიური ანაზღაურება არცთუ მაღალია, კანონით მინისტრის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 950 ლარს შეადგენს, დანარჩენი მოადგილეებისა კი - 2 720 ლარს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილეები მათი ხელმძღვანელისგან განსხვავებით, განსაზღვრულ სახელფასო დანამატს არ იღებენ, შესაბამისად, რამდენ ლარს შეადგენს მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური შემოსავალი, უცნობია. დეტალები მას შემდეგ გაირკვევა, რაც ისინი კანონით გათვალისწინებულ ყოველწლიურ დეკლარაციას შეავსებენ.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა