"იმედია, მიჯირყვნას არ გვიპირებენ" - პრეზიდენტი მარგველაშვილი ტელეწამყვანებს ხვდება

"იმედია, მიჯირყვნას არ გვიპირებენ" - პრეზიდენტი მარგველაშვილი ტელეწამყვანებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა არხის ტელეწამყვანებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა და ჯერჯერობით შეხვედრის თემა მათთვის უცნობია.

"პალიტრა ტვ"- ის გადაცემა "რეზიუმეს" ავტორისა და წამყვანის, მერაბ მეტრეველის განცხადებით, მოუსმენს, რას იტყვის პრეზიდენტი და შესაბამისად კითხვებიც გაუჩნდება.

"ვნახავ, რა აქვს სათქმელი. წინასწარ რაღაც განსაკუთრებული კითხვები არ მაქვს", - აღნიშნა მერაბ მეტრეველმა.

კითხვაზე, ხომ არ იქნება ისეთივე ცხარე დებატები, როგორც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან იყო, მერაბ მეტრეველმა განაცხადა - "იმედია, მიჯირყვნას არ გვიპირებენ".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა