ჯაბა იოსელიანის საფლავს ამოთხრით ემუქრებიან? - მუქარის წერილი მიცვალებულს

ჯაბა იოსელიანის საფლავს ამოთხრით ემუქრებიან? - მუქარის წერილი მიცვალებულს

ჯაბა იოსელიანის საფლავზე გადაღებული ფოტო, რომელსაც ორი საპროტესტო სტიკერი აქვს დაკრული, Facebook-ზე გავრცელდა.

"ავაზაკი საზოგადო მოღვაწერ არაა", "სამართლიანობის აღდგენის დროა", - ვინ დატოვა ეს გზავნილები მიცვალებულის საფლავზე, უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ ამით ჯაბა იოსელიანის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვას აპროტესტებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იოსელიანის საფლავის პანთეონში არსებობამ აგრესია გამოიწვია. რამდენიმე წლის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა რეჟისორმა ზაზა სვანიძემ, 2013 წელს კი მიხეილ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ფორმირების, "მხედრიონის" დამაარსებელი და ლიდერი ჯაბა იოსელიანი 2003 წლის 4 მარტს გარდაიცვალა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა