"ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოში 200-მდე შეფიცული ჰყავს

"ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოში 200-მდე შეფიცული ჰყავს

"სირიისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოში, ძირითადად პანკისის ხეობაში, აჭარასა და ქვემო ქართლის რეგიონში 200-მდე შეფიცული ჰყავს. შეფიცულთაგან 44 ახალგაზრდა სირიაში იბრძვის. შეფიცულთა წინამძღოლს, რომელიც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, ექსკლუზიურად, კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი ესაუბრა.

"შეფიცულთა" წინამძღოლის განმარტებით, ისინი "ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელობისგან მითითებების და დავალებების მიღებას ელოდებიან. დავალებებში კი იგულისხმება: ომში წასვლა, მებრძოლების გაგზავნა და ა.შ. მისივე თქმით, მათ ვალდებულებებში შედის საომრად წასული მებრძოლების ოჯახების ხელშეწყობა და პატრონობა.

რესპოდენტი ირწმუნება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისთვის ცნობილია "ისლამურ სახელმწიფოსთან" მათი კავშირის თაობაზე, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

რესპოდენტი საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" მიმდევრების რიცხვის გაზრდას თარხან ბათირაშვილის "ვაჟკაცობას" და პოპულარობას უკავშირებს.

28 წლის თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ–ერთი სამხედრო მეთაურია. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა შავ სიაში შეიყვანა. 2010 წლამდე ის პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა