რას ნიშნავს "დაძანძურება" - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ინტერნეტსივრცე საგონებელში ჩააგდო (+ვიდეო)

რას ნიშნავს "დაძანძურება" - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ინტერნეტსივრცე საგონებელში ჩააგდო (+ვიდეო)

სოციალურ ქსელებში აიტაცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის კომენტარის ფრაგმენტი, რომელიც მან მურმან დუმბაძის მისამართით გააკეთა. ხაბაძის მიერ წარმოთქმულმა სიტყვა "დაძანძურებამ" ინტერნეტმომხმარებელი ძალიან გაახალისა.

უკვე რამდენიმე დღეა მახინჯაური-თბილისის მიმართულებით ე.წ. ღამის მატარებლის მიმოსვლა შეწყდა, თუმცა რეისის გაუქმების შესახებ ამ დრომდე ინფორმაციას არ ფლობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. მან საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დღეს პირველად დააფიქსირა და მურმან დუმბაძის ბრალდებებსაც უპასუხა.

"თუ არ ეთანხმებოდა ბატონი მურმანი, მხოლოდ თავის დაძანძურებით რომ იყო დაკავებული და პრობლემა არც წამოუწევია, ეთქვა...", - აცხადებს თემის კომენტირებისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

კომენტარის ეს მცირე ფრაგმენტი სოციალურ ქსელში აიტაცეს. ხაბაძის მიერ წარმოთქმულმა სიტყვა "დაძანძურებამ" ბევრი გაახალისა, თუმცა ბევრი გააოცა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ამ სიტყვის შესახებ ჯერ არავის სმენია.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა