"პუტინი ნომერ პირველი ლიდერია მსოფლიოში" - მიხეილ ხუბუტია

"პუტინი ნომერ პირველი ლიდერია მსოფლიოში" - მიხეილ ხუბუტია

"რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტიას განცხადებით, პუტინი დღეს მსოფლიოში #1 ლიდერია და მისი ლანძღვა-გინება არასწორია, რადგან "კარგი ენით და კარგი მოქცევით" აჯობებს დაუმტკიცონ რუსეთს, რომ ქართველები მშვიდობისმოყვარე ხალხი არიან. ეს განცხადება ხუბუტიამ გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა პირდაპირ ეთერში მოსკოვიდან ჩართვისას.

"მე კარგი საქმის გარდა არაფერს არ ვაკეთებ,პუტინთან ყოველ შეხვედრაზე ვცდილობ, რომ საქართველო გახდეს მთლიანი. საქართველოს გასაღები ღმერთის და პიტინის ხელშია." -დასძინა ხუბუტიამ.

გადაცემაში მიწვეული სტუმრები მოსკოვში ჩატარებულ "თბილისობაზე" მსჯელობდნენ.

ნახეთ ვიდეო

დაგაინტერესებთ| "ჩემი პასუხი კომპთან მჯდომ პატრიოტებს" - მამულიჩა მოსკოვურ "თბილისობასა" და სააკაშვილი-ხუბუტიას მეგობრობაზე

ცნობილების მწვავე შეფასებები მოსკოვურ თბილისობაზე ქართველი მომღერლების გამოსვლასთან დაკავშირებით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა