ირაკლი ღარიბაშვილი - ეს მატჩი არის წინადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის

ირაკლი ღარიბაშვილი - ეს მატჩი არის წინადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის

გორის ცენტრალურ სტადიონზე ცხინვალის "ლიახვსა" და საქართველოს მთავრობის წევრებით დაკომპლექტებულ გუნდ "თბილისს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

"თბილისის" შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის წევრები და ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები თამაშობენ. გუნდს ირაკლი ღარიბაშვილი კაპიტნობს. სრული განაცხადი კი ასეთია: ძირითადი შემადგენლობა: ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე, ოთარ დანელია, ლევან ყიფიანი, ელგუჯა ხოკრიშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე (მეკარე), სოსო ვახტანგიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ქინქლაძე, კახა ცხადაძე, ლევან კობიაშვილი. სათადარიგო შემადგენლლბაში კი არიან ალექსანდრე იაშვილი, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ანჩაბაძე, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ლომაია, გიორგი დემეტრაძე, გიორგი რევაზიშვილი, დავით მუჯირი, ლევან სალუქვაძე და ალექსანდრე ამისულაშვილი.

რაც შეეხება ცხინვალის "ლიახვს", გუნდი, ძირითადად ცხინვალიდან ჩამოსული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. როგორც მატჩის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, ეს მატჩი არის ძალიან წინადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის.

"საკმაოდ უჩვეულო ფორმაში ვართ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი იდეა, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე სპორტი. იდეა დაიბადა დაახლოებით ორი თვის წინ, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. შევიტყვე, რომ ჩვენს ოს ძმებს სურდათ გორში ჩამოსვლა და კარიერის გაგრძელება ჩვენთან. ამ ინიციატივას მაქსიმალურად დავუჭირეთ მხარი. ისინი ძალიან წარმატებულად ასპარეზობენ და პრაქტიკულად, ყველა გუნდს უგებენ მეორე ლიგაში. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ოს ძმებთან ერთად ძალიან მეგობრული თამაში გავმართოთ. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, რომ აღდგეს ნდობა ჩვენს ძმებს – ოსებსა და ქართველებს შორის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საფეხბურთო თვალსაზრისით ის ძალიან ცუდ ფორმაშია, თუმცა მისი გუნდის იმედი აქვს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი სურვილია, დღევანდელ თამაშში ცხინვალის "ლიახვმა" გაიმარჯვოს.

ცხინვალის "ლიახვის" კაპიტნის, ვალერი ჯელიევის თქმით კი, ცხინვალის "ლიახვში" არიან ქართველებიც და ოსებიც და გუნდში ძალიან მეგობრული სიტუაციაა. "ძალიან კარგი თამაში იქნება დღეს. ჩვენ ვთამაშობთ "ლიახვში", რომელ გუნდშიც ძალიან მეგობრული დამოკიდებულებაა ერთმანეთის მიმართ", - განაცხადა ჯელიევმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა