ვინ ფლობს ყველაზე ძვირადღირებულ და მდიდრულ სახლებს ქართულ პოლიტიკაში

ვინ ფლობს ყველაზე ძვირადღირებულ და მდიდრულ სახლებს ქართულ პოლიტიკაში

Ambebi.ge ქართველი პოლიტიკოსების ქონებით, კონკრეტულად კი სახლებით დაინტერესდა.

კახა კალაძე

მინისტრი კახი კალაძე სამ საცხოვრებელ ბინას ფლობს თბილისში, ორი სახლი აქვს წყნეთში, სადაც საკუთარი შვილების დაბადების დღეებს პომპეზურად, საცურაო აუზთან აღნიშნავს. ამბობენ, რომ კახი კალაძის ოჯახი ამჯერად ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობს, რომლის ფართიც 364 კვადრატულ მეტრს შეადგენს. როგორც ამბობენ, კახის და ანუკას სახლი გემოვნებით აქვთ მოწყობილი და ღია ტონებშია გადაწყვეტილი, სადაც ერთმანეთთან არის შეხამებული თანამედროვე და კლასიკური სტილი.

რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ კახი კალაძის მამამ, კარლო კალაძემ, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილისგან, ლაშა ნაცვლიშვილისგან შეისყიდა ძვირადღირებული სახლი. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში კალაძეებმა 2 მილიონ ნახევარი დოლარი გადაიხადეს, რაც ჟურნალისტებთან საუბარში თავად ლაშა ნაცვლიშვილმა დაადასტურა.

ვალერი გელაშვილი

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი, შთამბეჭდავი ქონების მფლობელია. ჰყავს ძვირადღირებული ავტომობილები, ბიზნესწილები უცხოეთში და შთამბეჭდავი საბანკო ანგარიშები. ვალერი გელაშვილს სამი სახლი აქვს. ერთი სახლი ხაშურში მდებარეობს, რომლის ფართიც 294 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლის ეზოში ადგილი განკუთვნილია საგვარეულო სასაფლაოსთვისაც. რამდენიმე წლის წინ გელაშვილმა რუსთაველის 14 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი შეიძინა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე ერთ-ერთ სადარბაზოში ყველაფერი მისი საკუთრებაა. სახლს ოთხი საძინებელი, მისაღები და საკუთარი ბიბლიოთეკა აქვს. სახლი 262 ათას დოლარად არის შეფასებული. გელაშვილს ასევე სახლი აქვს გრიბოედოვის ქუჩაზე, რომელსაც 2000 დოლარად აქირავებს. ამასთან, ვალერი გელაშვილს აგარაკს ფლობს ვენესუელაში.

გიორგი არველაძე

ტელეიმედის ყოფილი დირექტორის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის სახლის შესახებ ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ დელისის მესამე ქუჩაზე მდებარე სახლში გიორგი არველაძეს კომფორტისთვის ჩოგბურთის და ფეხბურთის მოედანიც აქვს გაკეთებული. სახლი "ლაბირინთის" ტერიტორიაზე მდებარეობს. ამბობენ, რომ სახლს აქვს სპორტული მოედნები, საცურაო აუზი და ა.შ. გიორგი არველაძის სახლი რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ჰქონდა ნაქირავები და როგორც ამბობენ, არველაძეს ქირის სახით 10 000 დოლარს უხდიდნენ.

ნინო ბურჯანაძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს. სახლთან დაკავშირებულ სკანდალში ის რამდენიმე წლის წინ გაეხვა, როცა წყნეთის აგარაკი ჩამოართვეს და წყნეთის ხელოვნების სკოლას გადასცეს. ნინო ბურჯანაძეს სახლი გადასახადის გადაუხდელობის მიზნით ჩამოართვეს და ეკონომიკის სამინისტრომ მას ქონების გადასახადთან ერთად 1,5 მილიონი ლარის გადახდა მოსთხოვა. ამბობენ, რომ ნინო ბურჯანაძის ოჯახს თბილისში ცხოვრებას წყნეთში ყოფნა ურჩევნიაო. ნინო ბურჯანაძე თბილისში, ბოლქვაძის 3 ნომერში ცხოვრობს. აღნიშნული სახლი 350 000 დოლარად არის შეფასებული. აგრეთვე, აგარაკი ბორჯომში, რომელიც ბადრი ბიწაძის სახელზეა გაფორმებული, ღირებულება კი 55 000 ლარია. 30 000-ლარად არის შეფასებული სახლი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში, რომელიც ასევე ნინო ბურჯანაძის სახელზეა რეგისტრირებული. 15 000 ლარად კი - სახლი ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში.

მაია ფანჯიკიძე

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მცხეთაში ცხოვრობს. სახლში რამდენიმე საძინებელია. სახლის დიზაინი მდიდრული არ არის, ღია და ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი, რომელზეც თავად საგარეო საქმეთა მინისტრმა იზრუნა. მინისტრი ჭიამაიების კოლექციას აქგროვებს და რამდენიმე ათეული ასეთი ”ბრელოკი” აქვს. ასევე, სახლში მინისტრს აქვს ე.წ. ჰოლანდიური კუთხე. მაია ფანჯიკიძეს ეზოში ვარდების ბაღი აქვს გაშენებული, რამდენიმე წლის წინ მასთან სტუმრად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უთხრა, ნამდვილი ევროპელივით ცხოვრობო და მას ჭორვილიდან თეთრი ვარდის ნერგები გაუგზავნა.

ირინა იმერლიშვილი

ირინა იმერლიშვილის ქონება მისი მეუღლის, შალვა ბებოშვილის სახელზეა გაფორმებული. წყვილს რამდენიმე სახლი აქვს, თუმცა ყველაზე კარგად თავს მცხეთაში გრძნობენ. სახლი სამ სართულიანია, აქვს მანსარდა. სახლში იმერლიშვილს ობობის ქსელისგან შესრულებული ნახატები და ცნობილი მხატვრების ტილოები აქვს. გარდა ამისა, იმერლიშვილს სახლში აქვს მარანი და სამლოცველო ოთახი. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მდივნის სხვა ქონებას, მას აქვს კომერციული ფართი ფალიაშვილის 2 ნომერში, ასევე გაქირავებული აქვს კიდევ ერთი საოფისე ფართი 800 ლარად.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა